სტრესის მართვა

ბენეფიციარებისთვის ყველაზე მთავარი – იმედი და შვება მიგვქონდა
||,
რომეო მალაზონია მოხალისე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება - ზუგდიდის ფილიალი მოხალისეობა 2015 წელს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაში დავიწყე. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ სიკეთის კეთებასთან ერთად, ეს საქმე თვითრეალიზების, საზოგადოებრივად აქტიური ცხოვრების, თვითგანვითარებისა და დადებითი ცვლილებების მოხდენის შესანიშნავი შესაძლებლობაა. პანდემიის დროს...
continue reading
წითელი ჯვრის ცხელი ხაზი მზადაა დასახმარებლად
||,
ელენე რეხვიაშვილი ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური დახმარების კოორდინატორი, ცხელი ხაზის მენეჯერი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ჩემს კოლეგებთან ერთად, მეც საკმაოდ რთული პერიოდი გამოვიარე. მრავალი საკითხის ერთდროულად გადაწყვეტა გვიწევდა და გვევალებოდა, მაქსიმალურად ეფექტურად გვემოქმედა - ჩვენი მხარდაჭერის მიღმა არავინ უნდა დარჩენილიყო....
continue reading
ადამიანებს დღემდე უჭირთ, მოგვმართონ ფსიქოლოგიური დახმარების თხოვნით
||,
ნინო სირაძე ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება დამხმარის ფსიქოლოგიური პროფილი გულისხმობს, რომ ის არის გულანთებული, განწყობილია დასახმარებლად, ძალიან მოტივირებული მოდის. შესაბამისად, ძალიან რთულია, დამოუკიდებლად დაარეგულირონ სამუშაო გრაფიკი - ვინმემ ნება რომ მისცეს, შეიძლება, გადაბმულად...
continue reading
მოხალისეობას მოაქვს ბედნიერება
||,
დათო თოდუა მოხალისე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება სამტრედიის ფილიალი იყო მოხალისე ნიშნავს სიკეთის კეთებას - და ამას ყოველთვის მოაქვს ბედნიერება. მოხალისეობა, ჩემი აზრით, არის შთაგონება, რომ შენში საჭირო ენერგია და ძალა იპოვო, ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად. ვფიქრობ, მოხალისეობა არის ის, რაც...
continue reading
ვირუსის მართვა ბინაზეც წარმატებით მოვახერხეთ
||,
თამარ ოდილავაძე შინმოვლის ექიმი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება გუნდს პანდემიამდე ცოტა ხნით ადრე შევუერთდი. თავად პანდემიამ ტრაგიკული გავლენა მოახდინა ჩემს ცხოვრებაზე - COVID-19-ის გამო, მეუღლე დავკარგე და დავრჩი სრულებით მარტო. მიჭირს შეგუება იმ ფაქტთან, რომ მისი გადარჩენა ვერ მოვახერხე. ჩემი...
continue reading
სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს
||,
ლალი დოლიძე კატასტროფების მართვის ოფიცერი, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ამბროლაურის ფილიალი ჩვენი ცხოვრების ყველაზე კრიტიკულ მომენტში ცხადი გახდა, რომ სიკეთე და მონდომება ყოველთვის იმარჯვებს. ჩვენ ნამდვილად შეუძლებელი შევძელით. პროექტი „სიკეთის კალათა“ პანდემიის პირველივე და ყველაზე სტრესულ ეტაპზე დავიწყეთ.  როდესაც დავინახეთ,...
continue reading
მოხალისეობა ჩემი მოწოდებაა
||,
სალომე დოლიძე მოხალისე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება – ბათუმის ფილიალი იზოლაციისა და სოციალური დისტანცირების მძიმე პერიოდში მოხალისეები ვიყავით ის ადამიანები, რომლებიც ჩვენს ბენეფიციარებს გარესამყაროსთან ვაკავშირებდით და მათ იმედით ვავსებდით. 3 წელია, რაც წითელი ჯვრის გუნდის წევრი ვარ. ზოგადად, ვიყო მოხალისე...
continue reading
ჩვენი მხარდაჭერა დიდი შვება იყო გასაჭირში მყოფი ადამიანებისთვის
||,
გიორგი რუსიშვილი მოხალისე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება - გორის ფილიალი წითელი ჯვრის მოხალისეების მხარდაჭერა დიდი შვება იყო მარტოსული და დაუცველი ადამიანებისთვის. როცა მათ პროდუქტებითა და სანიტარული საშუალებებით სავსე ამანათებით ვსტუმრობდით,  ვგრძნობდით, როგორი ბედნიერები იყვნენ; ისინი უამრავ მადლობას მხოლოდ იმისთვის გვიხდიდნენ,...
continue reading
ჩემთვის პატივია, ვიყო დამხმარე
||,
შორენა მარღანია საფინანსო კოორდინატორი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება იზოლაციის ნაცვლად, ვარჩიე, თბილისის მუნიციპალურ ადმინისტრაციაში აქტიურად მემუშავა. ყოველმხრივ ვცდილობდი, ჩვენი პროექტის ფარგლებში, რაც შეიძლება, მეტ ბენეფიციარს დავხმარებოდი. წითელ ჯვარში უკვე 10 წელია, ვმუშაობ და ეს ჩემთვის, როგორც პროფესიონალისთვის და როგორც ადამიანისთვის,...
continue reading
მოხალისე გმირია; მოხალისეობა კი საუკეთესო გადაწყვეტილება
||,
ნინი ქავთარაძე მოხალისეთა მართვის ოფიცერი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება სიკეთე, რომელიც პანდემიის დროს, მოხალისეებმა ვთესეთ, ჩემი ცხოვრების საუკეთესო მოგონებად დარჩა. წითელი ჯვრის საზოგადოებას, როგორც თანამშრომელი, პანდემიის დროს შევუერთდი. თუმცა მანამდეც, მოხალისის სტატუსით, აქტიურად ვმონაწილეობდი ორგანიზაციის ჰუმანიტარულ ინიციატივებში. აღსანიშნავია, რომ ბოლო...
continue reading