ჩვენი მხარდაჭერა დიდი შვება იყო გასაჭირში მყოფი ადამიანებისთვის

გიორგი რუსიშვილი
მოხალისე
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება – გორის ფილიალი

წითელი ჯვრის მოხალისეების მხარდაჭერა დიდი შვება იყო მარტოსული და დაუცველი ადამიანებისთვის. როცა მათ პროდუქტებითა და სანიტარული საშუალებებით სავსე ამანათებით ვსტუმრობდით,  ვგრძნობდით, როგორი ბედნიერები იყვნენ; ისინი უამრავ მადლობას მხოლოდ იმისთვის გვიხდიდნენ, რომ იმ რთულ პერიოდში გვახსოვდა ისინი და ვზრუნავდით მათზე.

პანდემიის დროს წითელი ჯვრის გუნდს შევუერთდი. ერთად გავიარეთ საკმაოდ უცნაური და მართლაც რთული პერიოდები და ბედნიერი ვარ, რომ გადამწყვეტ დროს, სწორ ადგილას ვიდექი. შეგრძნება იმისა, რომ კარგ და საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს ვაკეთებდი, ყოველდღიური სტრესის გამკლავებაში მეხმარებოდა; ენერგიით მავსებდა და სოციალიზაციის სურვილს მიათმაგებდა.

წითელი ჯვრის მოხალისეების მხარდაჭერა დიდი შვება იყო მარტოსული და დაუცველი ადამიანებისთვის. როცა მათ პროდუქტებით სავსე ამანათებით ვსტუმრობდით,  ვგრძნობდით, როგორი ბედნიერები იყვნენ; უამრავ მადლობას მხოლოდ იმისთვის გვიხდიდნენ, რომ იმ რთულ პერიოდში გვახსოვდა ისინი და ვზრუნავდით მათზე.

გარდა სოციალური ამანათების დარიგებისა, მე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიაშიც აქტიურად ვიყავი ჩართული. დანამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ ამ კამპანიამ არა მხოლოდ მოსახლეობაში ინფორმაციის გავრცელებას შეუწყო ხელი, ამით ადამიანებს სტრესისა და შიშის დაძლევაში დავეხმარეთ. ვარიგებდით მასალებს, ვუხსნიდით მოქალაქეებს, თუ როგორ უნდა დაეცვათ თავი პანდემიის დროს. უმეტესობა ყურადღებით გვისმენდა და მადლობას გვიხდიდა.

პანდემიის დროს მე სწორ ადგილას ყოფნა ვარჩიე, რადგან მოხალისეობას შევუდექი. ვამაყობ, რომ მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი წვლილი მეც შევიტანე Covid-19-ის მთავარ გამოწვევებთან ბრძოლაში.