ალექსანდრე კრეჰი

IPP ფოკუსირებული პირი / ფსიქოლოგი
UIBK

მე ვარ ინსბრუკის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი. ჩემი ინტერესის სფეროა გადაუდებელი ფსიქოლოგია და კრიზისული ინტერვენცია. გარდა იმისა, რომ ვმუშაობ კვლევაზე, რომელიც შეისწავლის პერსონალისა და მოხალისეების მხარდაჭერას კრიზისულ სიტუაციაში (როგორიცაა COVID-19 პანდემია), ასევე პრაქტიკულად ჩართული ვარ ფსიქოსოციალური მხარდაჭერის აქტივობებში, როგორც ავსტრიის წითელი ჯვრის ტრენერი.

ალექსანდრე კრეჰი
ფსიქოლოგი
ინსბრუკის უნივერსიტეტი (UIBK)

გაიცანით ალექსანდრე კრეჰი

IPP – ეს საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის; ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების დიდი შესაძლებლობაა, რომელიც პანდემიის პირობებში, პერსონალისა და მოხალისეების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. პროექტი აერთიანებს მეცნიერულ კვლევებსა და პრაქტიკულ გამოცდილებებს, რადგან IPP-ის ფარგლებში, ჩვენ შევისწავლით პანდემიის დროს, წინა ხაზზე მომუშავე პერსონალის საჭიროებებს და ვზომავთ მათ გავლენას ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

პროექტში ჩემი კონტრიბუცია ძირითადად, კვლევის ჩარჩოს შემუშავებითა და მონაცემთა შეგროვება-ანალიზის მხარდაჭერით შემოიფარგლება.

ზოგადად, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა გვიჩვენეს, რომ განსაკუთრებით, სამედიცინო მუშაკები, რომლებიც წინა ხაზზე მუშაობენ, ფსიქოემოციური გადატვირთვისა და ძლიერი სტრესის საფრთხის პირისპირ აღმოჩნდნენ. თუკი პანდემიის საწყის ეტაპზე, პერსონალში შფოთვა და შიში დომინირებდა, პანდემიის მსვლელობისას, გაღიზიანებადობამ და იმედგაცრუებამ თვალშისაცემად იმატა. მთავარ გამოწვევად ინფორმაციის სწრაფი ცვალებადობა რჩება და ასევე მძიმე სამუშაო გარემო, რამაც პერსონალის უმეტესობას ფსიქოემოციური გადაწვის საფრთხე შეუქმნა. ამას თან დაერთო იზოლაციისა და სოციალური დისტანცირების ფაქტორებიც, რამაც სოციალური მხარდაჭერა კრიტიკულად შეამცირა.

მიმაჩნია, რომ ფსიქოსოციალური მხარდაჭერა ყველა დონეზე უნდა განხორციელდეს:

პირველ რიგში, პოლიტიკურ დონეზე, რადგან ეფექტიან რეაგირებას საჭირო რაოდენობის ინსტრუმენტული თუ ადამიანური რესურსი სჭირდება. ასევე, ორგანიზაციულ დონეზე, რადგან პერსონალისა და მოხალისეების უსაფრთხოებისთვის, საჭიროა მათი უზრუნველყოფა ყოველმხრივი ინფორმაციითა და ტრენინგებით. ამასთან ერთად, გადამწყვეტ როლს ასრულებს ადგილზე პერსონალის პროაქტიული მხარდაჭერა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ინდივიდუალურ დონეზე მხარდაჭერაც. საამისოდ, პერსონალისა და მოხალისეებისთვის ყველა რესურსი უნდა გაიხსნას – მათთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს სტრესის მართვის ინსტრუმენტებიც, თვითდახმარების მეთოდებიც და, საჭიროების შემთხვევაში, ფსიქოლოგებთან თუ ჯანდაცვის ექსპერტებთან უშუალო კონსულტაციებიც.