არმიდა ზახარიანი

ფსიქოლოგი
სომხეთის წითელი ჯვრის ასოციაცია - ARCS
სამხრეთ კავკასიის MHPSS რეგიონული ქსელის წევრი
MH-ევროპული ფსიქოსოციალური მხარდაჭერის ქსელის
სომხური რეფერენტული ტექნიკური ჯგუფის წევრი MHPSS-ის მიმართულებით

სომხეთის წითელ ჯვრის საზოგადოებაში 2018 წლიდან ვმუშაობ, როგორც ფსიქოლოგი. ჩემი ძირითადი მოვალეობები მოიცავს ფსიქოსოციალური მხარდაჭერის – MHPSS კოორდინაციას ორგანიზაციის მასშტაბით.

როგორც წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციის ფსიქოსოციალური მხარდაჭერის ცენტრი განსაზღვრავს: „ფსიქოსოციალური მხარდაჭერის მთავარი მიზანია მედეგობის ჩამოყალიბება – შოკის შთანთქმისა და გარეთ გამოშვების უნარის გაზრდა და ადამიანების დახმარებაა, გაუმკლავდნენ კატასტროფისა თუ კრიტიკული მოვლენის შედეგად განცდილ სტრესს. გამოცდილება ასევე გვიჩვენებს, რომ ადრეულმა და ადეკვატურმა ფსიქოსოციალურმა მხარდაჭერამ შეიძლება თავიდან აგვარიდოს სტრესის მწვავე ფორმები და გაცილებით მარტივად შევძლოთ ცვლილებებთან ადაპტირება. ამგვარი მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოხალისეებისთვის, რადგან მათ ველზე მუშაობისას ტრავმების, დანაკარგებისა თუ დაზიანებების რეალური საფრთხის წინაშე უწევთ დგომა“.

არმიდა ზახარიანი
ფსიქოლოგი
სომხეთის წითელი ჯვრის საზოგადოება – ARCS
MHPSS სამხრეთ კავკასიის რეგიონული ქსელის წევრი
MHPSS ევროპის ქსელის (MHPSS EN) წევრი
სომხეთის ტექნიკური ჯგუფის წევრი MHPSS-ის მიმართულებით

გაიცანით არმიდა ზახარიანი

IPP-ის პროექტის ფარგლებში, ავიღე მთელი რიგი პასუხისმგებლობები, როგორც MHPSS ექსპერტმა სომხური წითელი ჯვრის საზოგადოებიდან:

  • ვმონაწილეობ კვლევითი სახელმძღვანელოს შემუშავებაში, რომელიც განკუთვნილია წინა ხაზზე მომუშავე პერსონალისთვის;
  • ჩართული ვარ ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების პროცესში; არსებული გამოწვევებისა და მომსახურების მიწოდების ხარვეზების წარმოჩენაში; აქტიურად ვმუშაობ კოლეგებთან ერთად, ფსიქოსოციალური მხარდაჭერის მიმართულების წინა პლანზე წამოსაწევად.
  • საველე სამუშაო, განსაკუთერებით, ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის სტრესის მთავარი წყაროა. ჯანდაცვის გლობალური კრიზისი პირობებში

მუშაობა უპრეცედენტოდ რთულია და უხშირეს შემთხვევაში, ფსიქოლოგიური ტრავმების, ემოციური გამოფიტვისა თუ სტრესის გამწვავების რეალური მიზეზი ხდება. აღნიშნულმა ვითარებამ, როდესაც სტრესორის ზემოქმედება გახანგრძლივებულია ან განსაკუთრებით ინტენსიურია, შეიძლება პერსონალის ფიზიკური თუ ფსიქოემოციური ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად შეარყიოს.

მტკიცებულებები ცხადყოფენ, რომ დეპრესიასა და ცხოვრებისეულ ნეგატიურ მოვლენებს შორის მიზეზ-შედეგობრივი მყარი კავშირი არსებობს. სხვადასხვა ინდივიდზე. აუცილებელია, რომ სტრესის გამომწვევი ფაქტორები დროულად იქნეს იდენტიფიცირებული, რათა არასასურველი შედეგების პრევენცია დროულად მოვახდინოთ. აუცილებელია, რომ სტრესის გამომწვევი ფაქტორები დროულად იქნეს იდენტიფიცირებული, რათა არასასურველი შედეგების პრევენცია დროულად მოვახდინოთ.

დღეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ველზე მომუშავე დამხმარე პერსონალისთვის და მათი ფსიქო-სოციალური მხარდაჭერისთვის, ეფექტიანი სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება, რათა არასასურველი შედეგები და სამომავლოდ მოსალოდნელი კრიზისები თავიდან ავიცილოთ. წინა ხაზზე მომუშავე სპეციალისტებს ინტენსიურად უნდა მიეწოდებოდეთ სტრესის დაძლევის ქმედითი მექანიზმები, რომლებიც ხელს უშლის არახელსაყრელ ფსიქოლოგიურ რეაქციებს. ამით პერსონალის ფსიქიკურ ჯანმრთელობას არასასურველი შედეგებისგან რეალურად დავიცავთ მომავალში.