დისტანციური ფსიქოლოგიური პირველი დახმარება

English
PDF
Download PDF
აღწერა

COVID-19-ის გავრცელებამ მსოფლიოს მოსახლეობის დიდი ნაწილის წუხილი და აღელვება
გამოიწვია. ბევრი მათგანი შეშფოთებული და შეშინებულია, ხოლო ისინი, რომელთაც ვირუსი
სხვადასხვა ფორმით პირდაპირ შეეხოთ, შესაძლებელია, განიცდიდნენ კიდევ უფრო ძლიერ
შიშს, შფოთვასა და პანიკას.
ფსიქოლოგიური პირველი დახმარება (ფპდ) (Psychological First Aid, PFA) გულისხმობს
დისტრესში მყოფი ადამიანების დახმარებას, დამშვიდებასა და მხარდაჭერას, რათა ისინი უკეთ
გაუმკლავდნენ გამოწვევებს. ფპდ სიტუაციის მართვასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების
მიღებაში ადამიანის დახმარების ერთგვარი მეთოდია. ფსიქოლოგიურ პირველ დახმარებას
საფუძვლად უდევს დისტრესში მყოფ პირზე ზრუნვა და ემპათიის გამოხატვა. ფპდ მოიცავს
რეაქციებზე ყურადღების გამახვილებას, აქტიურ მოსმენას და, რიგ შემთხვევაში, ისეთ
პრაქტიკულ დახმარებას, როგორიცაა პრობლემის მოგვარება, ბაზისური საჭიროებების
დაკმაყოფილება ან გადამისამართება შესაბამის სამსახურებში. ფპდ ხელს უწყობს შფოთვისა და
სხვა ემოციების ნორმალიზაციას, ჯანსაღ დაძლევას და წარმოქმნის უსაფრთხოების, სიმშვიდის
განცდებს და იმედს.

Share this page: