გლოვა ადამიანის ცხოვრების ბუნებრივი და განუყოფელი ნაწილია. გლოვას ხშირად სიკვდილთან აკავშირებენ. სინამდვილეში, ესაა საშუალება, რითიც ჩვენ ნებისმიერი სახის დანაკარგს ვუმკლავდებით. გლოვის მიზეზი შეიძლება გახდეს ძვირფასი ადამიანის გარდაცვალება, ქონების დაკარგვა, ჯანმრთელობის გაუარესება, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა და სხვ.
ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ გლოვა ცხოვრების მანძილზე ყველას გამოუცდია.