ეს წიგნი შეიქმნა როგორც უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომიტეტის და საგანგებო ვითარებაში ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიური დახმარების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის (IASC MHPSS RG) მიერ განხორციელებული პროექტი, რომელსაც მხარს უჭერდნენ IASC MHPSS RG-ის წევრი უწყებების წარმომადგენელი საერთაშორისო, რეგიონული და ადგილობრივი ექსპერტები, მშობლები, აღმზრდელები, მასწავლებლები და ბავშები 104 ქვეყანაში. გლობალური კვლევა ჩატარდა არაბულ, ინგლისურ, იტალიურ, ფრანგულ და ესპანურ ენებზე და მიზნად ისახავდა კოვიდ-19-ის აფეთქების დროს ბავშვების ფსიქიკური
ჯანმრთელობისა და ფსიქო-სოციალური საჭიროებების შეფასებას.
კვლევის შედეგების საფუძველზე, განისაზღვრა თემები, რომლებზეც იქნებოდა საუბარი წიგნში მოთხრობილ ამბებში. წიგნი, მოყოლილ ამბებად გავრცელდა კოვიდ-19-ით დაზარალებულ სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ბავშვებს შორის.